თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს ოთხი მოქალაქე იტალიაში ბინის ქურდობისთვის დააკავეს, იუწყება პირველი არხი იტალიურ მედიაზე დაყრდნობით.
ბოლცანოს პროვინციაში (ჩრდილოეთ ტიროლი) დაკავებულებმა 20 ათასი ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს. პოლიციამ დამნაშავეები დააკავა თვითმხილველების დახმარებით, რომლებმაც სახლთან გაჩერებული საეჭვო მანქანის შესახებ განაცხადეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულია 33 წლის სომხეთში დაბადებული ქართველი მამაკაცი, გერმანიაში მცხოვრები 60 წლის ქართველი მამაკაცი და ასევე 34 და 37 წლის საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც დანაშაულის ორგანიზატორებად მიიჩნევიან.
ცნობილია, რომ დაკავებულებს იტალიაში კიდევ რამდენიმე ბინის ქურდობა ედებათ ბრალად.