ნურ-სულთანიდან ბათუმში პირდაპირი ავიარეისი დაინიშნა

ნურ-სულთანი–ბათუმის რეისები კვირაში ორჯერ – სამშაბათს და პარასკევს შესრულდება.
Sputnik

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ყაზახური ავიაკომპანია SCAT ქალაქ ნურ-სულთანიდან ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განახორციელებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

თბილისსა და სეულს ზაფხულის სეზონზე ჩარტერული რეისები დააკავშირებს

ავიარეისები განხორციელდება Boeing 737 და CRJ200 ტიპის თვითმფრინავებით ზაფხულის სანავიგაციო პერიოდის განმავლობაში: 7 ივნისიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით. რეისები კვირაში ორჯერ – სამშაბათს და პარასკევს შესრულდება.

ყაზახურ ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების ნებართვა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2019 წლის 21 მაისს მისცა.

კომპანია SCAT ქართულ საავიაციო ბაზარზე რეგულარულად 2006 წლიდან ოპერირებს. წინა წლებში კომპანია ფრენებს აქტაუდან ბათუმში ახორციელებდა.