მსოფლიო დღეს

ავარია ტოსკანაში: საქართველოს ორი მოქალაქე საავადმყოფოში მოხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობაზე იტალიაში ავარიაში მოხვედრის შემდეგ
Sputnik

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ტურისტულ ავტობუსში, რომელიც ფლორენციიდან სიენაში მიდიოდა და ტოსკანაში გადაბრუნდა, საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა, მაგრამ არცერთ მათგანს არ აქვს რაიმე დაზიანება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

მედია: საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა ავტობუსში, რომელიც იტალიაში ავარიაში მოყვა >>

„ტურისტულ ავტობუსში, რომელიც მოძრაობდა სიენადან ფლორენციის მიმართულებით, იმყოფებოდა საქართველოს 8 მოქალაქე. არც ერთ მათგანს დაზიანება არ მიუღია, მხოლოდ ორია ჰოსპიტალიზებული. როგორც ექიმები აცხადებენ, ჰოსპიტალიზაციის მიზანი იყო, რომ მათ მოხსნოდათ ავარიის შედეგად მიღებული შოკი და არც ერთი მათგანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სულ ავტობუსში იმყოფებოდა 55 ადამიანი, აქედან 36 არის დაშავებული და ისინი უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან", - განაცხადა კონსტანტინიდმა.

ავარია ტოსკანაში: საქართველოს ორი მოქალაქე საავადმყოფოში მოხვდა

იტალიაში რუსეთის საელჩოს ბოლო მონაცემებით, ავარიაში დაიღუპა ერთი ქალი, 33 მგზავრი დაშავდა. დაჭრილებს შორის რუსეთის 19 მოქალაქეა, იუწყება РИА Новости.

ავტობუსში ასევე უკრაინის, სომხეთის და მოლდოვის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.