ჩვილის გაგუდვა - ფსიქიატრიული ექსპერტიზა და საზარელი დეტალები

ოჯახის ახლობლები საუბრობენ 16 წლის ქალზე, რომელიც თავისი შვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
Sputnik

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თავისი შვილის გაგუდვის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, იუწყება ტელეარხი Imedi.

შვიდი თვის შვილი საწოლში გაგუდა და გაიქცა – კასპში 17 წლის ახალგაზრდა ქალი დააკავეს >>

გამოძიების მონაცემებით, მკვლელობა სოფელ აღაიანში მოხდა, იმ სახლში, სადაც 16 წლის ბრალდებული თავის მეუღლესთან და 7 თვის შვილთან ერთად ცხოვრობდა. ბავშვი გაგუდეს გვიან ღამით, დედამისი კი მიიმალა. ცხედარი გამთენიისას ბავშვის მამამ აღმოაჩინა.

ქალი დააკავეს თბილისში, იმ სასტუმროს მიმდებარედ, რომელშიც მან ღამე გაათია. მისი ადგილსამყოფელი პოლიციამ რამდენიმე საათში დაადგინა.

თბილისში ქმარს მეუღლე და შვილები ჩაკეტილი ჰყავდა და მოკვლით ემუქრებოდა

შსს-ს მონაცემებით, არასრულწლოვანმა ბრალი აღიარა.

ოჯახის ახლობლები მომხდართან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებენ. მათი განცხადებით, მომხდარის შემდეგ ბავშვის დედამ ტანსაცმელი გამოიცვალა, სახლიდან ოქროს სამკაულები წაიღო და თბილისში გაიპარა. მეტიც, ისინი ამტკიცებენ, რომ 16 წლის გოგონა სასტუმროში მეგობარ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა.

ახლობლები ასევე ამტკიცებენ, რომ ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის მოტივი დაასახელა - თითქოსდა ეს იყო შურისძიება ქმარსა და დედაზე, მაგრამ რისთვის, არ იძახიან.

„ერთი შეხედვით აბსოლუტურად ჯანმრთელი ჩანდა“, - საუბრობს ოჯახის ახლობელი მარიამ დემეტრაშვილი.

შვილისა და მეუღლის მკვლელი მაგდა პაპიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს >>

„ყველაფერში ადანაშაულებს თავის დედას, რომ დედამისის გამო გათხოვდა და ამბობს, რომ ბავშვი დედისა და ქმრის ჯინაზე მოკლა“, - აღნიშნავს ოჯახის სხვა ახლობელი ნონა დვალიშვილი.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 109-ე მუხლით („დამამძიმებელ გარემოებებში დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა“). დაკავებულს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.