ქართველმა მთამსვლელმა ევერესტი დაიპყრო

მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე უკვე თერთმეტი ქართველი ალპინისტია ასული.
Sputnik

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს ალპინიზმის ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ ცინცაძემ ალპინისტების საერთაშორისო ჯგუფთან ერთად დედამიწის ყველაზე მაღალი მწვერვალი – ევერესტი დაიპყრო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მწვერვალზე ასვლა ნეპალის მხრიდან 2 აპრილს დაიწყო და 16 მაისს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ექსპედიციასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ცინცაძემ თავად გასწია.

ცინცაძე მეთერთმეტე ქართველი მთამსვლელია, რომელმაც დედამიწის უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო.

ჯომოლუნგმა, იგივე ევერესტი ზღვის დონიდან 8 848 მეტრ სიმაღლეზეა. მწვერვალი პირველად 1953 წელს ედმუნდ ჰილარიმ და თენცინგ ნორგეიმ დაიპყრეს.