თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ქართველმა ტელემაყურებელმა ევროვიზიის საკუთარი ფავორიტი შეარჩია. ევროვიზიის ფინალი 18 მაისს თელ-ავივში გაიმართა.
ყველაზე მაღალი ქულები საქართველომ კვიპროსს მისცა. შედეგები მთლიანობაში ამგვარად გამოიყურება:
- კვიპროსი - 12 ქულა
- სან-მარინო - 10 ქულა
- რუსეთი - 8 ქულა
- აზერბაიჯანი - 7 ქულა
- შვედეთი - 6 ქულა
- ნიდერლანდები - 5 ქულა
- ისრაელი - 4 ქულა
- ისლანდია - 3 ქულა
- ჩრდილოეთ მაკედონია - 2 ქულა
- იტალია - 1 ქულა.
რაც შეეხება ჟიურის წევრების არჩევანს, ყველაზე მეტი ქულა დაუწერეს ჩეხეთს. შედეგები ამგვარია:
- ჩეხეთი - 12 ქულა
- აზერბაიჯანი - 10 ქულა
- ნიდერლანდები - 8 ქულა
- დანია - 7 ქულა
- კვიპროსი - 6 ქულა
- საფრანგეთი - 5 ქულა
- სლოვენია - 4 ქულა
- შვეიცარია - 3 ქულა
- შვედეთი - 2 ქულა
- დიდი ბრიტანეთი - 1 ქულა
ქართული ჟიურის ვერდიქტი პირდაპირ ეთერში მომღერალმა, ეთნო-ჯაზ ბენდი Iriao-ს სოლისტმა გაგა აბაშიძემ გამოაცხადა. ბენდი ევროვიზია 2018-ში მონაწილეობდა.
სიმღერის კონკურსი „ევროვიზია 2019"-ის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი დუნკან ლოურენსი გახდა. კონკურსის ფინალში ლოურენსმა შეასრულა სიმღერა Arcade.
მეორე ადგილზე გავიდა იტალია, ხოლო მესამეზე - რუსეთი.
საქართველოს ევროვიზიაზე ოთო ნემსაძე წარმოადგენდა, რომელიც ფინალში ვერ გავიდა. მან თელ-ავივში შეასრულა სიმღერა „სულ წინ იარე".