რა უნდა ვიცოდეთ საქართველოში 2019 წლის 19 მაისის არჩევნებზე

საქართველოში რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებით ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 11,4% სარგებლობს
Sputnik

თბილისი, 18 მაისი  - Sputnik. კვირას საქართველოს რამდენიმე რეგიონში არჩევნები გაიმართება - მოსახლეობა აირჩევს როგორც ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე პარლამენტის  დეპუტატებს.

„ცხელი“ არჩევნები - პოლიცია ზუგდიდის საარჩევნო უბნებთან მთელი ღამე იმორიგევებს >>

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს შეიძლება ვუწოდოთ ადგილობრივი, ვნებათაღელვა პიკს აღწევს. ზოგიერთი პოლიტოლოგის თვალსაზრისით, ოპოზიციამ უნდა აჩვენოს საკუთარი ძალა ძალაუფლებისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარიმართება. ხელისუფლებამ კი უნდა საკუთარი სახე შეინარჩუნოს და უფრო მეტი, აჩვენოს, რომ მოსახლეობა მას ძველებურად უჭერს მხარს.

19 მაისს ხმის მიცემის უფლება 402 ათას ამომრჩეველს აქვს, ანუ ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 11,4%-ს.

ამ არჩევნებზე სულ 410 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის არჩევნები

მთაწმინდის რაიონიდან პარლამენტის დეპუტატის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს არჩეული სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

 კანდიდატების რაოდენობაამომრჩეველთა რაოდენობასაარჩევნო უბნების რაოდენობა
მთაწმინდის რაიონი2043,9 ათასი31

         

საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის მთავარი კონკურენტების შესახებ იკითხეთ აქ >>

მერის არჩევნები

მერებს ხუთი რაიონის მცხოვრებნი აირჩევენ.

 კანდიდატების რაოდენობაამომრჩეველთა რაოდენობასაარჩევნო უბნების რ-ბა
ზუგდიდის რაიონი16120,8 ათასი107
ზესტაფონის რაიონი1654,9 ათასი53
ჭიათურის რაიონი1342,9 ათასი58
ხულოს რაიონი1424,1 ათასი54
მარნეულის რაიონი1599,7 ათასი90

         

ზუგდიდის რაიონის მერობის მთავარი კონკურენტების შესახებ იქითხეთ აქ >>

ჭიათურის რაიონის მერობის მთავარი კონკურენტების შესახებ იქითხეთ აქ >>

ხულოს რაიონის მერობის მთავარი კონკურენტების შესახებ იქითხეთ აქ >>

საკრებულოს დეპუტატების არჩევნები

რვა საკრებულოში თითო-თითო დეპუტატის არჩევა ადგილობრივ მცხოვრებთა მცირე ნაწილს მოუწევს. ამ რაიონებში რამდენიმე საარჩევნო უბანი გაიხსნება.

 კანდიდატების რ-ბაამომრჩევლების რ-ბასაარჩევნო უბნების რ-ბა
ზესტაფონის რაიონი815402
ჭიათურის რაიონი742066
ტყიბულის რაიონი1335634
წყალტუბოს რაიონი1242154
ოზურგეთის რაიონი1350895
ახმეტის რაიონი1112202
საგარეჯოს რაიონი114561
ადიგენის რაიონი911241

         

პოლიტოლოგები ამტკიცებენ, რომ ძირითადი ბრძოლა წარიმართება ორ მთავარ დაპირისპირებულ ძალას შორის - მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ შორის, რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს.