თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ცალკეულ ქალაქებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე 17:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და 67,8% შეადგინა, აღნიშნულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 456 ამომრჩეველია, ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 309-მ დააფიქსირა.
ყველაზე დაბალი აქტივობა კი თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა და 26,6% შეადგინა. ოლქში რეგისტრირებული 43 908 ამომრჩევლიდან, უბანზე 11 669 ამომრჩეველი გამოცხადდა.
| საარჩევნო ოლქი | აქტივობა | ვის ირჩევენ |
| მთაწმინდა (თბილისი) | საქართველოს პარლამენტის დეპუტატი | |
| ზუგდიდი | 38,6% | მერი |
| ჭიათურა | 37% | მერი |
| ხულო | 49,5% | მერი |
| ზესტაფონი | 37% | მერი |
| მარნეული | 27,2% | მერი |
| საგარეჯო | 67,8% | საკრებულოს დეპუტატი |
| ახმეტა | 44,1% | საკრებულოს დეპუტატი |
| ადიგენი | 45,8% | საკრებულოს დეპუტატი |
| ტყიბული | 33,9% | საკრებულოს დეპუტატი |
| წყალტუბო | 40,9% | საკრებულოს დეპუტატი |
| ოზურგეთი | 37,4% | საკრებულოს დეპუტატი |
დღევანდელ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება აქვს 402 ათასზე მეტ ამომრჩეველს, ანუ საერთო ამომრჩევლის რაოდენობის დაახლოებით 14%–ს.
თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>
შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის.
პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.