ცესკო: ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა 10:00 საათისთვის საგარეჯოში დაფიქსირდა

ყველაზე დაბალი აქტივობა თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა
Sputnik

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ცალკეულ ქალაქებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე 10:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და 15,4%  შეადგინა, განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 456 ამომრჩეველია, ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 70-მა დააფიქსირა.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

ყველაზე დაბალი აქტივობა კი თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა და 4% შეადგინა. ოლქში რეგისტრირებული 43 908 ამომრჩევლიდან, უბანზე 1752 ამომრჩეველი გამოცხადდა.

დანარჩენ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

საარჩევნო ოლქი აქტივობავის ირჩევენ
მთაწმინდა (თბილისი)4%საქართველოს პარლამენტის დეპუტატი
ზუგდიდი8,1%მერი
ჭიათურა6,7%მერი
ხულო8,7%მერი
მარნეული5,7%მერი
 ზესტაფონი 7%მერი
ახმეტა11,5%საკრებულოს დეპუტატი

საგარეჯო

15,4%საკრებულოს დეპუტატი

ადიგენი

9,3%საკრებულოს დეპუტატი
ტყიბული6,9%საკრებულოს დეპუტატი
წყალტუბო8,4%საკრებულოს დეპუტატი
ოზურგეთი6,3%საკრებულოს დეპუტატი