ბიძინა ივანიშვილი: მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს

მთაწმინდის რაიონის მცხოვრებლები დღეს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ
Sputnik

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამაარსებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის N4 საარჩევნო უბანზე გააკეთა.

ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აბასთუმნიდან თბილისში საკუთარი ვერტმფრენით ჩამოფრინდა. ის საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესა და შვილთან, ბერა ივანიშვილთან ერთად მივიდა.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

მთაწმინდის რაიონის მცხოვრებლები დღეს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ.

პარლამენტის დეპუტატის ადგილი მთაწმინდის რაიონიდან ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს არჩეული სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

გიორგი მარგველაშვილი: ჭაობი უნდა დამთავრდეს!

მთაწმინდის რაიონში დეპუტატის სავარძლისთვის 20 კანდიდატი იბრძვის. მთაწმინდაზე დაახლოებით 44 ათასი ამომრჩეველია, რომლებიც დეპუტატობის საკუთარ კანდიდატს ხმას 31 საარჩევნო უბანზე მისცემს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს. როგორც მთაწმინდაზე, ისე სხვა ოლქებში აქტიურობა მაღალია. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების" კანდიდატები დიდი უპირატესობით დღეს გაიმარჯვებენ... მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა, უპირატესობა იქაც ჩვენი კანდიდატების დიდია და დიდი ალბათობით, პირველსავე ტურში უნდა გაიმარჯვონ „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, მეორე ტურის ალბათობა არსებობს ორ ოლქში, თუმცა, „ქართული ოცნების" კანდიდატების უპირატესობა იქაც დიდია.

დღეს შუალედური არჩევნები თბილისის გარდა ტარდება საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში.

კობახიძე: „ოპოზიციის მომხრეების მხრიდან დესტრუქციული მოქმედებების საშიშროება არსებობს"

მიუხედავად იმისა, რომ მთაწმინდაზე დეპუტატის სავარძლისთვის 20 ადამიანი იბრძვის, პოლიტოლოგების თვალსაზრისით, რეალური კონკურენტი სულ ორია. მთავარი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" კანდიდატებს - ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის.

დღეს გამართულ არჩევნებს აკვირდება 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს კი 45 მედიასაშუალების დაახლოებით 2 ათასი ჟურნალისტი გააშუქებს.

ცესკოს ინფორმაციით, 10:00 საათისთვის ამომრჩევლის ყველაზე დაბალი აქტივობა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა და 4% შეადგინა. ოლქში რეგისტრირებული 43 908 ამომრჩევლიდან, უბანზე 1752 ამომრჩეველი გამოცხადდა.