პანკისის ხეობაში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ალხანაშვილს ამომრჩეველთა 93%-მა, ანუ 577-მა კაცმა გამოუცხადა ნდობა.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. პანკისის ხეობაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა როსტომ ალხანაშვილმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“  ახმეტის მე-18 საოლქო საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით. 

ზაურ დარგალი მილოცვებს იღებს: მარნეულში მეორე ტური მოსალოდნელი არ არის

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ალხანაშვილს ამომრჩეველთა 93%-მა, ანუ 577-მა კაცმა გამოუცხადა ნდობა.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებული 1 220 ამომრჩევლიდან პანკისის ხეობაში არჩევნებში მონაწილეობა 617-მა მოქალაქემ მიიღო.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

ახმეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში სულ 11 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. ხეობაში ორი საარჩევნო უბანი სოფელ ხალაწანსა და ომალოში იყო გახსნილი.

მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესი დარღვევების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.