საინტერესო დეტალები 19 მაისის არჩევნებზე: ხულოს მერობის მთავარი კანდიდატები

ხულოს რაიონის მერის პოსტზე 12 ადამიანი იბრძვის
Sputnik

თბილისი, 18 მაისი  - Sputnik. მაღალმთიან აჭარაში ხულოს რაიონის მოსახლეობა კვირას, 19 მაისს ახალ მერს აირჩევს.

კონცერტები, თამაშები და ვიქტორინები: რა და სად გელოდებათ „ღამე მუზეუმში" >>

ხულოს მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2017 წელს ამ პოსტზე არჩეული გოჩა მელაძე 2018 წლის 27 ოქტომბერს საკუთარი სურვილით გადადგა.

ხულოს რაიონში 24,1 ათასი ამომრჩეველია. მათთვის ცესკო 54 საარჩევნო უბანს გახსნის.

ხულოს მერის პოსტზე არჩევის სურვილი 12-მა კანდიდატმა გამოთქვა.

პოლიტოლოგების თვალსაზრისით, ძირითადი ბრძოლა წარიმართება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ შორის, რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს.

ცესკო ოპოზიციას საარჩევნო პროცესების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

საინტერესო დეტალები 19 მაისის არჩევნებზე: ხულოს მერობის მთავარი კანდიდატები

 „ქართული ოცნებიდან“ ხულოში კენჭს იყრის ვახტანგ ბერიძე. ადგილობრივები მას იცნობენ - 2018 წელს ის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო, შემდეგ კი მერის პირველი მოადგილე გახდა. მელაძის გადადგომის შემდეგ მერის მოვალეობის შემსრულებელი სწორედ ბერიძე გახდა.

საინტერესო დეტალები 19 მაისის არჩევნებზე: ხულოს მერობის მთავარი კანდიდატები

მისი ოპონენტია კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ჯორბენაძე. მასაც კარგად იცნობენ ხულოელები. ის საკრებულოს დეპუტატია ენმ-ის ფრაქციიდან.

მოკლედ რაიონის შესახებ

ბოლო დროს ხულო თავისი ისტორიული ძეგლებისა და მშვენიერი ბუნების წყალობით სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. 2018 წელს ხულოში ტურიზმის 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საინტერესო დეტალები 19 მაისის არჩევნებზე: ხულოს მერობის მთავარი კანდიდატები