ვიდეოხიდი: როგორი იქნება კავკასიისა და ცენტრალური აზიის კლიმატი

ვიდეოხიდი თბილისი-ბაქო-ნურსულთანი, რომელიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების კლიმატის ცვლილებას ეძღვნება, „Sputnik საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში ოთხშაბათს, 15 მაისს გაიმართება.
Sputnik

 მსოფლიოში კლიმატის საერთაშორისო დღეს 15 მაისს აღნიშნავენ. არაოფიციალური ეკოლოგიური დღის დაწესება გახდა პასუხი მეტეოროლოგების მოწოდებაზე კლიმატის, როგორც მნიშვნელოვანი რესურსის დაცვის თაობაზე.

თბილისში კლიმატის ცვლილებებზე მსჯელობენ

კლიმატის გლობალური ცვლილებების პრობლემებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გაიზარდა ეკოლოგების ყურადღება მთებში მცენარეთა გავრცელების საკითხზე.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ახლო მომავალში ბუნებაში თუ რა სახის ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ, ისაუბრებენ ვიდეოხიდის მონაწილეები:

თბილისში:

- გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

ბაქოში:

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში, პროფესორი ჩინგიზ ისმაილოვი.

ნურ-სულთანში:

საერთაშორისო სამეცნიერო კომპლექს „ასტანის" მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ყაზახეთში გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტი საკენ ბაიშოლანოვი.

რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმოს გამოთვლითი ცენტრ „ყაზგიდრომეტის" წამყვანი ინჟინერი, ყაზახეთში გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტი ასელ ნამაზბაევა.

ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს ვიდეოხიდში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება "Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული, ბლოკი C.

მასმედიის აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.