„ისე მიყვარს ეგ პროცესი" – კოშკელიშვილმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ბავშვს ძუძუს აჭმევს

გამომწვევი როლებითა და გარეგნობით გამორჩეული ნუკი კოშკელიშვილი უფრო ხშირად საუბრობს თამამ თემებზე.
Sputnik

ყველასათვის ცნობილმა ახალბედა დედამ ქართველი დედები საკუთარ Instagram-ზე არაერთხელ გააერთიანა.

მსახიობი „ფოლოვერებს“ უზიარებს როგორც დიეტებს, ასევე განიხილავს მშობიარობის შემდეგ მომატებულ კილოგრამებს, თავის მოვლის საშუალებებსა და ბავშვის აღზრდის საკითხებს. ქართველი დედები დიდი ენთუზიაზმით ეხმაურებიან ნუკის პოსტებს.

ნიუ-იორკში მცხოვრებმა ვარსკვლავმა ამჯერად სოციალური ქსელის მომხმარებელს გაუზიარა ფოტო, სადაც 12 თვის ვაჟს ოლივერ ნიკოლასს ძუძუთი კვებავს.

ნუკის პირად გვერდზე პოსტს პოზიტიური გამოხმაურებების გარდა რეკომენდაციებიც მოჰყვა: „აღარ არის საჭირო, საკმარისია, დაანებე თავი და შენს თავს მიხედე. უდეპრესიო დედა ჯობს, დამიჯერე“; „მეც ვაჭმევ და ისე მიყვარს ეგ პროცესი“; „1 წლის და 9 თვის არის და ვერ ვთმობთ ვერც მე და ვერც ჩემი გოგო ჩემს მკერდს“.

ქართველი მსახიობისა და ამერიკელი ექიმის ბენ ხაიმის სიყვარულის ისტორია 2015 წელს ამერიკაში ქორწილით დაგვირგვინდა. მათ შვილი 2018 წლის 27 ივნისს შეეძინათ.