ლევან გორგაძემ იაპონიაში მიმდინარე ტურნირზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

გასულ ტურნირზე დაკარგული ტურნირის დასაბრუნებლად ქართველმა სპორტსმენმა 15-დან ათი ბრძოლა უნდა მოიგოს
Sputnik

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ზაფხულის ნაცუ ბაშოზე იაპონიაში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

მესამე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა ძალისმიერი მიწოლით აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმის მოუგო.

გასულ ტურნირზე, გაზაფხულის ჰარუ ბაშოზე ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაკარგა და შეჯიბრება უარყოფითი ბალანსით 7-8 დაასრულა. დაკარგული ტიტულის დასაბრუნებლად ზაფხულის ნაცუ ბაშოზე გორგაძეს 15 ბრძოლაში 10 მოგება სჭირდება.

ამ ტურნირზე ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე გახდება დასავლეთის მესამე მაეგაშირა ტამავასი. პირად შეხვედრებში ქართველი სუმოისტი დამაჯერებლად ლიდერობს ანგარიშით 15:7.