ფონიჭალაში სატვირთო ტრაილერმა ასაკოვანი ქალი გაიტანა

ავარიის გამო, ამ დროისთვის ფონიჭალაში საცობია და საავტომობილო მოძრაობა შეფეხებულია
Sputnik

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასაკოვანი ქალი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ავტოსაგზაო შემთხვევა ფონიჭალაში, დღეს, დილით მოხდა.

ავარია ხაშურთან - ერთმანეთს საქორწინო ესკორტის ორი ავტომანქანა შეეჯახა

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ტრაილერი ასაკოვან ქალს დაეჯახა, რომელიც ქვეითთა გადასასვლელზე გადადიოდა. სატვირთომ დამუხრუჭება ვერ მოასწრო, რის შედეგადაც ქალი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.