თბილისი, 14 მაისი — Sputnik. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
არსებული ინფორმაციით, ვაზ 2107-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაგისტრალის გამყოფ ზოლზე ავარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. დაშავებულები რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.