ილია მეორემ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში შვიდი ბავშვი მონათლა

მონათლულებს შორის არის ძალოსნის, მსოფლიო რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის შვილი.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ახლად ნაკურთხ ტაძარში შვიდი ბავშვი მონათლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ილია მეორემ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით ბავშვები ეკლესიის შვიდი სათნოების აღსანიშნავად მოინათლნენ.

მონათლულებს შორის არის ძალოსნის, მსოფლიო რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის შვილი.

ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხა. ტაძრის კურთხევას საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, საზოგადოების წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს.