კვიპროსის აეროპორტში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში შემდეგი რეისით დაბრუნდებიან, რომელიც 14 მაისს არის დაგეგმილი
Sputnik

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. კვიპროსის აეროპორტში დაკავებულია საქართველოს ოთხი მოქალაქე, ისინი მძიმე მდგომარეობაში არიან, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

კვიპროსში, ლარნაკას აეროპორტში საქართველოს ოთხი მოქალაქე უკვე ორი დღეა სპეციალურად განკუთვნილ მოსაცდელ სივრცეში იმყოფება.

რამდენი საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს გერმანიიდან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში

ტელეკომპანიის ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული დიაბეტით არის დაავადებული და შეუძლოდ გახდა. ექიმთან მიიყვანეს, თუმცა მისთვის მედიკამენტოზური დახმარება არ გაუწევიათ. არ აქვთ საკვები და წყალი, სჭირდებათ დახმარება. მათ არც იმას ეუბნებიან, თუ როდის მოხდება მათი გათავისუფლება.

„ერთს ეუბნებიან, რომ თანხა არასაკმარისი გაქვს, მაგრამ საკმარისზე ორჯერ მეტი აქვს. მეორეს ეუბნებიან, რომ სასტუმრო არ გაქვს დაჯავშნული, როდესაც კომპანია გვეუბნება, რომ დაჯავშნულიც არის სასტუმრო და გადახდილიც არის. ბარგი ჩამორთმეული გვაქვს, საბუთები ყველაფერი ჩამორთმეული გვაქვს. წყალი არ გვაქვს, საჭმელი არ გვაქვს“, - აცხადებს დაკავებული შალვა სპიროვი. 

დაკავებულები დახმარებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კვიპროსის რესპუბლიკაში შესვლაზე უარი ეთქვათ, საზღვრის კვეთისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციას არ ფლობდნენ და ისინი საკვებით და სასმელი წყლით უზრუნველყოფილი არიან.

პრემიერმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ჭორებზე  კომენტარი გააკეთა >>

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში შემდეგი რეისით დაბრუნდებიან, რომელიც 14 მაისს არის დაგეგმილი.