ცეცხლოვანი „ასსა“ და „სუხიშვილების" ახალი თაობა

მსოფლიოში სახელგანთქმული ნაციონალურმა  ბალეტმა „სუხიშვილებმა“ გასაოცარი პროექტი  „ასსა“(Assa) წარმოადგინა.
Sputnik

საქართველოს ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილებმა“ ვარსკვლავების არაერთი თაობა აღზარდა. სწორედ ახალგაზრდა თაობამ გადაწყვიტა პრესტიჟულ ცენტრ „რესპუბლიკის“ სცენაზე გამოეტანა „ასსა“.

ისინი, ვინც „სუხიშვილების“ შემოქმედებას კარგად იცნობს, გაკვირვებული იყვნენ იმ ფაქტით, რომ სცენაზე არ გამოჩენილან ანსამბლის „დამრტყმელი ძალა“, რომლებიც საკონცერტო დარბაზეში „ცეცხლს ანთებდნენ“, თუმცა, იმის ხილვა, ახალგაზრდა თაობა თუ როგორ ისწრაფვის ოლიმპოსკენ, ძალზე სასიამოვნო იყო. 

 „სუხიშვილების პროექტი „ასსა” – ქართული ნაციონალური ბალეტის საკლუბო ვერსიაა, დისკოთეკაზე გადატანის „ფოლკოთეკად” წოდებული წარმატებული მცდელობა. პროექტის შთაგონების წყარო ეროვნული ფოლკლორია“, – აცხადებენ ანსამბლის ხელმძღვანელები.

ერთი წლით ადრე სწორედ „რესპუბლიკის“ სცენაზე გააოცა ლეგენდარულმა ქართულმა ანსამბლმა თაყვანისმცემლები ახალი ცეკვით – „ცეკვა ქართული“ (პროექტიდან „ტრანსფორმაცია“). კლუბურ სტილთან ფოლკლორის შერწყმამ ნამდვილი ფურორი მოახდინა. 

ილიკო სუხიშვილი ანსამბლის თაყვანისმცემლებს კიდევ ერთ სიურპრიზს უმზადებს

დღეს ცნობილ ანსამბლს სათავეში სუხიშვილი–რამიშვილის დინასტიის მესამე თაობა უდგას სათავეში. 2007 წლიდან ანსამბლის მხატვრული ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი–უმცროსი, დირექტორი კი ნინო სუხიშვილია.

მათი ხელმძღვანელობით ანსამბლმა ინოვაციური რეფორმა გაატარა, რომელიც მიახლოებულია ე.წ. „მოდერნისტული ბალეტის“ პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი არსით ესაა ქართული ეროვნული ქორეოგრაფია – ადგილობრივ ფოლკლორზე აღმოცენებული ცეკვები.

აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტებთან და სიახლეებთან ისინი ბებიამ და ბაბუამ – პროფესიონალმა მოცეკვავეებმა – ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა მიიყვანეს.პროფესიონალი მოცეკვავეები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ქართული ხალხური ცეკვის აღორძინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეუდგნენ. სუხიშვილისა და რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო საქართველოს პირველი პროფესიონალური ანსამბლი, რომლის მაგალითსაც მოგვიანებით სხვებმაც მიბაძეს. უკვე 1948 წელს ანსამბლი გასტროლებით გაემგზავრა ევროპაში. ამას მოჰყვა მოწვევები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.