როენა „მამიდას" 30-ათასიანი გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებენ

სასტუმრო „მამიდის“ მფლობელმა აღიარა, რომ სასტუმროში პროსტიტუციისთვის ნომრებს აქირავებდა.
Sputnik

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით როენა ხუცურაულს, იგივე „მამიდას", რომელსაც პროსტიტუციისთვის ხელშეწყობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„მამიდას“ ბრალი წაუყენეს: წავა თუ არა ციხეში როენა ხუცურაული

სასამართლო სხდომაზე მან დანაშაული აღიარა.

ხუცურაულს, რომელიც სასტუმრო „მამიდის“ მფლობელია, 30 ათასი ლარის გირაოს გადახდა დაეკისრა.

მასთან ერთად დააკავეს სასტუმრო „მამიდის“ მოიჯარე, მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი საკუთარ სასტუმროებში პროსტიტუციისთვის ნომრებს სისტემატურად აქირავებდნენ.