Sputnik–ის ჟურნალისტებმა მოსწავლეებს ფოტო და ვიდეოკონტენტის შექმნა ასწავლეს

მეორე შეხვედრა Sputnik Taoba–ს ფარგლებში მულტიმედიურ ჟურნალისტიკასა და ფოტო და ვიდეოკონტენტის შექმნას მიეძღვნა.
Sputnik

თბილისი, 10 მაისი –  Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველოს“ ჟურნალისტებმა თბილისელ სკოლის მოსწავლეებს ფოტო და ვიდეოკონტენტის წარმოების თანამედროვე ტენდენციების შესახებ უამბეს. შეხვედრა მასტერ–კლასის Sputnik Taoba ფარგლებში „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში გაიმართა.

ამას სკოლაში არ ასწავლიან: როგორ ჩაიარა „Sputnik-თაობის“ მასტერკლასმა უფროსკლასელთათვის

პროექტი Sputnik Taoba ითვალისწინებს გაცნობით ექსკურსიას სააგენტოში და მულტიმედიურ პრესცენტრში სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის მულტიმედიურ მასტერკლასებს.

მასტერ–კლასი ჩაატარეს „Sputnik–საქართველოს“ ჟურნალისტმა ანა ამასტასიადიმ და ოპერატორმა ალექსანდრე შლამოვმა. მეორე შეხვედრა საინფორმაციო ვებ–გვერდებისთვის აუდიოვიზუალური პროდუქტის წარმოების პროცესს მიეძღვნა. ჟურნალისტებმა ფოტო და ვიდეოკონტენტის შექმნის მთავარ სტანდარტებსა და წესებზე ისაუბრეს.

Sputnik–ის ჟურნალისტებმა მოსწავლეებს ფოტო და ვიდეოკონტენტის შექმნა ასწავლეს

სკოლის მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ პროცესში მრავალი საინტერესო რამ შეიტყვეს და ეს ცოდნა მათ მომავალში გამოადგებათ, თუ ჟურნალისტის პროფესიას აირჩევენ.

„ამ პროექტის შესახებ ცოტა ხნის წინ გავიგე, უკვე მას შემდეგ, რაც პირველი მასტერ–კლასი ჩატარდა. ძალიან დამაინტერესა და მოსვლა გადავწყვიტე. ბევრი რამ იყო საინტერესო. ბავშვობიდან ვოცნებობ ჟურნალისტობაზე“, – აღნიშნა N98 სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ ვიქტორია არაქელიანმა.

Sputnik–ის ჟურნალისტებმა მოსწავლეებს ფოტო და ვიდეოკონტენტის შექმნა ასწავლეს

მოსწავლეებმა წარმოადგინეს „საშინაო დავალება“, რომელიც წინა ლექციაზე მიიღეს და ჟურნალისტებთან ერთად „იმუშავეს შეცდომების გამოსწორებაზე“.

მოსწავლეები „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიური რედაქციის თანამშრომლებთან ერთად 2019 წლის მაისში თვითონ გადაიღებენ ვებ–გვერდისთვის და თვის ბოლოს მონაწილეობას მიიღებენ მესამე, ბოლო მასტერ–კლასში Sputnik Taoba.