ხაშურში შვილმა დედა  მოკლული იპოვა

Sputnik

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ხაშურში, რკინიგზის დასახლებაში შუახნის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

ქალის ცხედარი შვილმა ნახა.

ტელეკომპანიის ცნობით, ცხედარს ექსპერტიზა გორში ჩაუტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 108–ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა შუახნის ქალის მკვლელობის მიზეზი.