ვენეციის 58–ე ბიენალეზე საქართველოს ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწე ხელოვანი წარადგენს

Sputnik

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ვენეციის 58-ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე, ქართული ეროვნული პავილიონი 10 მაისს ოფიციალურად გაიხსნება.

ქართულ პავილიონს წარადგენს ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწე ახალგაზრდა ხელოვანის, ანა ეძგვერაძის (ანა ქეი) და კურატორ მარგო ნორტონის ნამუშევარი: REARMIRRORVIEW, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…

პროექტ  REARMIRRORVIEW Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…-ის კონფეფცია წარმოადგენს სტრუქტურის ზედაპირზე უსისტემოდ გაბნეულ ონკანის მსგავს სკულპტურულ ობიექტებს, რომლებიც პოლიმერული რკინისგან არის გაკეთებული და რომლებშიც მუდმივად წყალი ცირკულირებს.

WinExpo Georgia თბილისში მსოფლიო მეღვინეებს შეკრებს

ავტორის ჩანაფიქრით, ინსტალაცია ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სუბსტანციას წარმოადგენს: წყალი გულისხმობს უსასრულობას, განწმენდასა და ენერგიას. ვერცხლისფერი ონკანების იერარქიული ფორმები იმეორებს ქართულ ანბანს, უძველეს ასომთავრულს, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის 430 წელს შეიქმნა.

ქართული პავილიონი ვენეციაში „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით  გაიხსნება.

ვენეციის საერთაშორისო ხელოვნების ბიენალე თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც 1895 წელს დაარსდა და უკვე 120 წელზე მეტს ითვლის.

2019 წლის გამოფენა, რომლის კურატორიც რალფ რუგოფია (Ralph Rugoff), გაიმართება საერთო კონცეფციის ქვეშ –  „გეცხოვროთ საინტერესო დროში” (May You Live in Interesting Times).

დავით კაკაბაძის საოჯახო არქივს TBC Gallery მასპინძლობს >>

„გეცხოვროთ საინტერესო დროში” ხელოვანთა იმ ნამუშევრებს გააერთიანებს, რომლებიც დამთვალიერებელს ობიექტებისა და გამოსახულებების, ჟესტებისა და სიტუაციების ახლებური გააზრების საშუალებას მისცემს.

შეგახსენებთ, 2017 წელს ვენეციის ბიენალეზე საქართველო ახალგაზრდა მხატვარმა ვაჟიკო ჩაჩხიანმა წარადგინა პროექტით „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“.