თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ჟურნალისტი სერგეი დორენკო მოსკოვში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაიღუპა, იუწყება ტელეარხი ren.tv.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დორენკო მოტოციკლს მართავდა და მოულოდნელად წაიქცა. წინასწარი მონაცემებით, ჟურნალისტმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ეს ავარიის მიზეზი გახდა.
„სერგეი დორენკო მოსკოვში გარდაიცვალა. მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა არ ყოფილა. ის მოტოციკლს მართავდა, მაგრამ ბუნებრივი მიზეზით გარდაიცვალა“, - უამბო РИА Новости-ს წყარომ სამედიცინო წრეებიდან.
სერგეი დორენკო რადიოსადგურ Говорит Москва-ს მთავარი რედაქტორი იყო. ის 1959 წელს ქერჩში დაიბადა. 1982 წელს მოსკოვში ხალხთა მეგობრობის რუსეთის უნივერსიტეტი დაამთავრა. რუსეთის ტელეარხებზე (ВГТРК, РТР და НТВ) მიმომხილველი და წამყვანი იყო.