შოკისმომგვრელი „ოჯახური ბიზნესი“: თბილისში ცოლ-ქმარი ნარკოტიკებს შვილებთან ერთად ჰყიდდა

შვიდივე დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოში ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გაყიდვის მასშტაბური სქემა გამოავლინეს და შვიდი ადამიანი დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ.

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

თბილისში დაკავებულთა შორის ცოლ-ქმარი და მათი ორი შვილია.

შვიდივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე", რაც 8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.