ვლადიმერ ბორცვაძე: თბილისში ნარკომოვაჭრეთა ოჯახი დააკავეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ბრიფინგზე ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის გამოვლენილ ფაქტზე საუბრობს.
Sputnik

 

„პოლიციამ საქართველოში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის კიდევ ერთი მასშტაბური სქემა გამოავლინა. დაკავებულია შვიდი პირი. ორგანიზებული ჯგუფისგან ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. შვიდივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ბორცვაძის განცხადებით, დაკავებულთა შორის ოთხი ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია – დედა, მამა და ორი შვილი.