ზემო ლარსი დღეს: ყველა სახის ტრანსპორტისთვის გზა თავისუფალია

მსუბუქი ავტომობილებისთვის გზის გახსნა მხოლოდ კვირას დილით მოხერხდა
Sputnik

თბილისი, 5  მაისი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია, აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უხვი ნალექისა და ზვავსაშიშროების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შაბათს აიკრძალა.

ზემო ლარსი დღეს: გზა ნაწილობრივ გახსნილია

მსუბუქი ტრანსპორტისთვის გზის გახსნა მხოლოდ კვირას, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ მოხერხდა. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისთვის გზა ჩაკეტილი იყო. ამჟამად კი აკრძალვა მოხსნილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის 85-ე კმ მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ასევე გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

ზემო ლარსი დღეს: საკონტროლო პუნქტი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა >>

უწყების ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც საქართველოს რუსეთთან აკავშირებს.