დამწვარი თვითმფრინავი „შერემეტევოს“ აეროპორტში: დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი

ლაინერი ავარიულად დაეშვა ასაფრენ ბილიკზე, შემდეგ კი აალება მოხდა
Sputnik

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი მოსკოვში „შერემეტევოს“ აეროპორტში მოსკოვი-მურმანსკის რეისის თვითმფრინავზე ხანძრის შედეგად, იუწყება РИА Новости რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა შვიდი ადამიანი. ძირითადად მათ სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობები აქვთ მიღებული.

მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა: დაშავდა ექვსი ადამიანი

Sukhoi Superjet 100 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი მოსკოვი-მურმანსკი ბორტზე აალების გამო „შერემეტევოს“ აეროპორტში ავარიულად დაეშვა. თვითმფრინავის დაშვება რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მხოლოდ მეორე  ცდაზე მოხერხდა. დაშვებისას თვითმფრინავის ძრავები აალდა.

მგზავრები თვითმფრინავს გასაბერი ტრაპით ტოვებდნენ. თვითმფრინავი მთლიანად დაიწვა.

მომხდარის რამდენიმე ვერსია განიხილება. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, თვითმფრინავს მეხი დაეცა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაღუპულთა ახლობლებსა და ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.