სექსუალური ძალადობის ბრალდებით დუშეთში 35 წლის მამაკაცი დააკავეს

ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრებ 67 წლის ქალზე სექსუალური ძალადობა სცადა
Sputnik

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომლებმა დუშეთში სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამხელა ჯარიმები დაწესდა საქართველოში სექსუალური შევიწროებისთვის

35 წლის რ.უ. წარსულში არაერთგზის ნასამართლევია.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 მაისს, დაკავებულმა, მის მეზობლად მცხოვრებ 67 წლის ნ.უ.-ზე სექსუალური ძალადობა სცადა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.