თბილისის მეტრომ ტრაგედიის შემდეგ მუშაობა განაახლა

მატარებლები თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე უკვე მოძრაობენ.
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენმა პირველ ხაზზე („ვარკეთილი" – „ახმეტელის თეატრი") მუშაობა განაახლა მას შემდეგ, რაც ადამიანის გარდაცვალების ადგილი კრიმინალისტებმა დატოვეს, ნათქვამია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" განცხადებაში.

პარასკევს, დილით დაახლოებით 20 წლის მამაკაცი მეტროს სადგურ „სარაჯიშვილში" ლიანდაგში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

მატარებლის ქვეშ ჩავარდნილი ახალგაზრდა დაიღუპა

შემთხვევის შემდეგ მატარებლების მოძრაობა სადგურ „დიდუბიდან" „ახმეტელის თეატრამდე" შეჩერებული იყო.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სადგურზე მატარებლის შესვლისთანავე განგებ ჩახტა ლიანდაგზე, თუმცა ამ ინფორმაციას შსს-ში არ ადასტურებენ.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.