თამარ სხირტლაძე: თუ ეს არ გექნება, გამოდის, რომ ყველას მობეზრებული ჰყავხარ

თამარ სხირტლაძე თეატრზე და თავის იუბილეზე საუბრობს.
Sputnik

„როცა 90 წლის გავხდები, მეორე დღეს რა უნდა ვაკეთო? თუ სულიერი საზრდო არ მექნება, როლს არ მომცემენ და თეატრში არ დამიძახებენ, სიცოცხლე რად მინდა?!“ – ამბობს თამარ სხირტლაძე „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

თამარ სხირტლაძე – საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. იმ იშვიათ მსახიობთა შორისაა, ვინც ცხოვრების ცხრა ათეული წლიდან 73 წელი სცენაზე გაატარა. მარჯანიშვილისა და რუსთავის თეატრში განსახიერებული აქვს 70 როლი, კინოში კი 40-მდე როლი შეასრულა.