„საქართველო ყველაზე ძლიერი ადამიანების სამშობლოა" – ბახტაძე კონსტანტინე ჯანაშიას შეხვდა

მამუკა ბახტაძემ ჯანაშიას მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.
Sputnik

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქვეყნის ყველაზე ძლიერ ადამიანს, პროფესიონალ „სთრონგმენ" კონსტანტინე ჯანაშიას უმასპინძლა.

„რაგბი ჩვენი თამაშია": პრემიერმა „ბორჯღალოსნებს" გამარჯვება მიულოცა>>>

ჯანაშია მრავალჯერ გახდა „საქართველოს ყველაზე ძლიერი ადამიანი". მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ მსოფლიო ტურნირზე და 2018 წელს ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა.

„ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია“ - პრემიერმა ტალახაძეს მიულოცა

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კოტეს ევროპის ბოლო ჩემპიონატზე გულშემატკივრების ასეთი გახარებისთვის და წარმატება ვუსურვო ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ში. კოტე არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველო არის ყველაზე ძლიერი ადამიანების სამშობლო!" – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

„სთრონგმენი" ძალისმიერი სპორტის სახეობაა, რომელიც თავისი სანახაობით იზიდავს თაყვანისმცემლებს. სპორტსმენები ვარჯიშობენ სატვირთოების ბორბლების, მსუბუქი ავტომობილების გამოყენებით და კლასიკური სპორტის სახეობებისთვის უჩვეულო "მოწყობილობებით". სპორტის ამ სახეობის მიმდევრებსაც "სთრონგმენებს" უწოდებენ.

29 წლის ჯანაშია წარმოშობით ქუთაისიდანაა. მისი წონა 170-175 კგ-ის ფარგლებშია, სიმაღლე კი 197 სმ.