თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ბათუმში დაკარგული 13 წლის გოგონა იპოვეს, იუწყება ტელეარხი PalitraNews.
ოთხშაბათს, დილით ქეთი მხეიძე სახლიდან სკოლაში წავიდა. იგი ბოლოს №13 საჯარო სკოლასთან დაინახეს.
მოზარდის მშობლებმა პოლიციას ხუთშაბათს მიმართეს, რის შემდეგაც დაიწყო სამძებრო ღონისძიებები.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ გოგონა ბათუმში ნათესავთან იმყოფებოდა.