დოღი: თბილისში მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი დაბრკოლებათა გადალახვაში გაიმართება

შეჯიბრებებში მონაწილეობას მიიღებენ მხედრები: აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, ირანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან
Sputnik

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. დოღში მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი დაბრკოლებათა გადალახვაში 3-5 მაისს ლისის ტბასთან მდებარე იპოდრომზე გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

შესარჩევ შეჯიბრებებში მონაწილეობას მიიღებენ მხედრები: აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, ირანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.

სამივე დღეს შეჯიბრებები 15:00 საათზე დაიწყება. იპოდრომზე შესვლა ყველასათვის თავისუფალია.

ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა - ვიდეოკადრები

მსოფლიო თასის გათამაშების შესარჩევი ტურის კავკასიის ლიგის გენერალური სპონსორია VTB ბანკი, ხოლო მხარდამჭერი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ცხენოსნობის ისტორია საქართველოში

მეცხენეობა და ცხენოსნობა საქართველოში უძველესი დროიდან იყო განვითარებული. დოღს საინტერესო ისტორია გააჩნია. რბოლა ტარდებოდა მაღალმთიანეთში - ხევსურეთში, თუშეთში, ფშავში, მთიულეთში, ასევე სამეგრელოსა და აფხაზეთში მიცვალებულის სახელზე, საეკლესიო და ხალხური დღესასწაულების დროს.

ტრადიციულად, დოღში ცხენების კენტი რაოდენობა მონაწილეობდა - 5-დან 35-მდე. ცხენებზე განსაკუთრებით ზრუნავდნენ, უწნავდნენ ფაფარს ნაწნავებში და ფერადი ძაფებით ურთავდნენ. მაგრამ უნაგირი ჰქონდა მხოლოდ ერთ ცხენს - რომელიც მიცვალებულის სახელზე იყო ნაკურთხი. დოღის გამარჯვებულს საჩუქრად გადასცემდნენ იარაღს, პირუტყვს, ტანსაცმელს და ა.შ.

დღეს დოღი ადგილობრივ დღესასწაულებზე მაღალმთიან რაიონებში ტარდება.