ულამაზესი ქართველი წყვილი, რომელიც ბევრს და-ძმა ჰგონია

ქართველი მოდელები ანა ახვლედიანი და გიგი ბერაია წყვილია, რომელმაც საზოგადოებას განსაკუთრებული სილამაზითა და დახვეწილობით დაამახსოვრა თავი.
Sputnik

23 წლის სუპერმოდელის ბუნებრივი სილამაზე არავის ტოვებს გულგრილს. 2014 წელს ანა Dolce&Gabanna კასტინგზე 500 გოგონადან ამოარჩიეს.

გოგონა თანამშრომლობდა მოდის ისეთ გამოცემებსა და სააგენტოებთან, როგორებიცაა VOGUE, ELLE Magazine, HELLO Magazine Georgia, Brave Models Management.

გიგი ბერაიაც არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა სამოდელო ბიზნესში. მას ხშირად შეამჩნევთ HELLO Magazine Georgia-ს გარეკანსა თუ ფურცლებზე. 

ბუნებრივი სილამაზით გამორჩეული წყვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მათი ოჯახი Instagram-ზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

ანა ახვლედიანმა და გიგი ბერაიამ ერთმანეთი სამი წლის წინ მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს. კარიერის გამო ანას საზღვარგარეთ მოუწია წასვლა და წყვილმა კონტაქტი გაწყვიტა, თუმცა მალე დაუბრუნდნენ ერთმანეთს.

ულამაზეს წყვილს არა მხოლოდ და-ძმას, ხშირად ბარბისა და კენს ადარებენ.

2018 წელს ანას და გიგის ქალიშვილი ევა გაუჩნდათ. პატარა ევა სა­გუ­რა­მო­ს ერთ-ერთ ტა­ძარ­ში მო­­ნათ­ლეს.

 

INSTAGRAM-ის მომხმარებლებმა ცხარე კამათი დაიწყეს, თუ ვის ჰგაქვს პატარა ევა.