მსოფლიო დღეს

პარიზში დემონსტრაციაზე ასობით ადამიანი დააკავეს

მთელ საფრანგეთში საპროტესტო აქციებში 151 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
Sputnik

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. პარიზში, სადაც საპირველმაისო დემონსტრაცია მიმდინარეობს, 330-მდე ადამიანი დააკავეს, იუწყება РИА Новости ტელეარხ BFMTV-ზე დაყრდნობით.

ოთხშაბათს საფრანგეთს რამდენიმე ქალაქში საპირველმაისო დემონსტრაციები გაიმართა. აქციებს ზოგან არეულობაც მოჰყვა. წელს, პროფკავშირული ორგანიზაციების გარდა, პირველი მაისის მსვლელობაში მონაწილეობა „ყვითელჟილეტიანების“ მოძრაობის მხარდამჭერებმა მიიღეს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 288 დაკავებულის შესახებ.

„როგორც ჩიკაგოში 133 წლის წინ“ - პროფკავშირებმა კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს

ადგილობრივი დროით 18:00 საათისთვის დაკავებულთა რაოდენობა 330-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, ძალოვანებმა 17,7 ათასი წინასწარი შემოწმება ჩაატარეს. საფრანგეთის შსს-ს მონაცემებით, 14:00 საათისთვის მთელ ქვეყანაში აქციებში 151 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, აქედან 16 ათასი - პარიზში.

 „ყვითელი ჟილეტების“ მსხვილმასშტაბიანი პროტესტი საფრანგეთში 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრანტები ითხოვდნენ, არ გაზრდილიყო საწვავზე გადასახადი და არ გაძვირებულიყო ბენზინი. საფრანგეთის ხელისუფლების სოციალური პოლიტიკით უკმაყოფილო მოძრაობის მონაწილეები მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩის აქციებს განაგრძობენ. ხშირად საპროტესტო აქციებს თან ახლავს არეულობა და დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება.

გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტის საპასუხოდ ქვეყანაში ორგანიზებული ნაციონალური დებატების დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. საფრანგეთის ლიდერმა ისაუბრა კრიზისის მოსაგვარებლად დაგეგმილ გარკვეულ ზომებზე, რომელთა შორის იყო დასაქმებული მოქალაქეებისთვის გადასახადების შემცირება, პენსიების ინდექსაცია 2020 წლიდან და სხვ.