ძაღლმა 4 წლის ბიჭი გადაარჩინა, თვითონ კი მძიმედ დაშავდა - სულისშემძვრელი ვიდეო

ძაღლური ერთგულების ერთ-ერთი მაგალითია ძაღლი სახელად როსკო, რომელმაც 4 წლის ბიჭუნა სიკვდილისგან იხსნა.
Sputnik

ცხოველები ხშირად გამოხატავენ ერთგულებასა და სიყვარულს ადამიანების მიმართ. მადლიერების ნიშნად მათ შეუძლიათ სიცოცხლეც გაწირონ.

ამის ერთ-ერთი მაგალითია ძაღლი სახელად როსკო, რომელმაც ოჯახის წევრი, 4 წლის ივან საული სიკვდილისგან იხსნა.

სახლში მარტო მყოფ ივანს ეძინა, როდესაც ხანძარი გაჩნდა. როსკო  ყეფდა და ცდილობდა, ივანი გაეღვიძებინა. საბოლოოდ ძაღლმა ბავშვი გააღვიძა და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. ივანი ფანჯრიდან გადაძვრა, რადგან კარსაც ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული.

სანამ ბავშვი შველას ითხოვდა, ძაღლმა სხეულის 30%-ის დამწვრობა მიიღო. თუმცა, საბედნიეროდ, გადარჩა და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.