კორტები და სპორტული დარბაზები: თბილისში დიდ კომპლექსს აღადგენენ

დედაქალაქის ხელისუფლება სპორტკომპლექსს აღადგენს და ახალ სპორტულ ინვენტარს დაამონტაჟებს.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ისანი-სამგორის რაიონში სპორტული კომპლექსის აღსადგენად 300 ათასი ლარი გამოიყოფა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ტენდერი სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებაზე 2019 წელს თბილისის ბიუჯეტიდან 357 მილიონი ლარია გამოყოფილი.

თბილისში ახალი ტურისტული ზონა გაჩნდება

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე უნდა მოეწყოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე ორი კორტი და რეაბილიტაცია ჩაუტარდეს იქ არსებულ ადმინისტრაციულ შენობას", – განაცხადა კალაძემ.

კორტები და შენობა ახალი სპორტული ინვენტარით აღიჭურვება.

უფრო ადრე კალაძემ განაცხადა, რომ 2019-2020 წლებში თბილისში, ვარკეთილსა და დიდ დიღომში ორი ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდება. ერთ სივრცეში განთავსდება სხვადასხვა სპორტული სექცია: ჭიდაობის, კრივის, მინი-ფეხბურთის სტადიონები, კალათბურთის მოედნები, საცურაო აუზები, ასევე მედიათეკა, კაფე, ბიბლიოთეკა.