საქართველოში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულება 25 ათას ლარს აღემატება.
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანელებსა და თურქებს საქართველოში ათასობით კონტრაბანდული სიგარეტი შემოჰქონდათ

უწყების ცნობით, 25-28 აპრილის პერიოდში დანაშაულში მხილებული პირები – აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები საბაჟო-გამშვები პუნქტების „სადახლო-საავტომობილო", „მტკვარისა" და „ქუთაისის აეროპორტის" გავლით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ.

საერთო ჯამში ამოღებულია 274 გრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება 25 ათას ლარს აღემატება.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მეათე ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა 25,357.69 ლარის ოდენობით.