ქუთაისში ფეხით მოსიარულე დებს მანქანა დაეჯახა

გოგონები საავტომობილო გზაზე გადადიოდნენ, რა დროსაც მანქანა დაეჯახათ
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დები დაშავდნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რუსთავი–ლილოს მაგისტრალზე ავტომანქანა ხევში გადავარდა

ავარია ირაკლი აბაშიძის გამზირზე, იუსტიციის სახლის წინ დღეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით,  გოგონები საავტომობილო გზაზე გადადიოდნენ, რა დროსაც მანქანა დაეჯახათ.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.