თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა Area Expo 2019 თბილისში 4-5 მაისს გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
გამოფენაში, რომელიც საქართველოს დედაქალაქში მეორედ გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ დეველოპერული კომპანიების და ბანკების წარმომადგენლები, ასევე არქიტექტორული ფირმები.
„მხოლოდ ორი დღის განმავლობაში, თქვენ შეძლებთ ერთ ადგილზე მოინახულოთ საქართველოში მიმდინარე თითქმის ყველა სამშენებლო პროექტი და რაც მთავარია, ისარგებლოთ სპეციალური ფასებითა და გადახდის პირობებით, რომელსაც კომპანიები მხოლოდ გამოფენის ფარგლებში შემოგთავაზებთ“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ღონისძიება გაიმართება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური მხარდაჭერით სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში.
პირველად გამოფენა Area Expo გასული წლის მარტში გაიმართა. მაშინ ღონისძიებაში ასამდე სამშენებლო კომპანია და საფინანსო ორგანიზაცია მონაწილეობდა.