ტრაგედია გურჯაანში: 69 წლის მამაკაცმა  შვილი მოკლა

40 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს 7–დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

 

თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. სოფელ ჩუმლაყში 69 წლის მამაკაცმა შვილი ცივი იარაღით მოკლა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. 

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა: ახალდაბაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 69 წლის მამაკაცმა საკუთარ შვილს ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიაყენა. 40 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შვილის მკვლელობისთვის ბრალდებული  უკვე დაკავებულია.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.