ილია მეორემ 77 წლის მიხა პაპა მონათლა

მიხა არაბული, უკვე ოც წელზე მეტია მარტოდმარტო, ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა და სოფლის მიტოვებას არც აპირებდა
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი, 77 წლის მიხა არაბული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მონათლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს

მიხა პაპა 23 აპრილს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, ხევსურეთიდან დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანა.

პატრიარქმა თავად გამოთქვა სურვილი მიხა პაპას ნათლია ყოფილიყო. უწმინდესის ლოცვა კურთხევით მიხა პაპა მონათლეს. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ კი პატრიარქი თავად დალოცავს მიხა პაპას.

ხევსურეთის ერთ მთიან სოფელში, გორშეღმის ხეობაში მიხა არაბული, უკვე ოც წელზე მეტია მარტოდმარტო, ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა და სოფლის მიტოვებას არც აპირებდა. ხეობის ერთადერთი მკვიდრის დასახმარებლად კამპანიაც მოეწყო და მას თბილი ქოხი აუშენეს.

ილია მეორემ 77 წლის მიხა პაპა მონათლა

ცოტამ თუ იცის, რომ ხევსურეთში ღვთის ანაბარად დარჩენილი სოფლის ამ ერთადერთ მოსახლეს ჯერ კიდევ 1992 წლიდან მოყოლებული ერთი თბილისური სამეგობრო პატრონობს… ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე მიხა პაპასთან მათ პროდუქტები, წამლები, ტანსაცმელი და საკვები მიაქვთ.