ავარია ორთაჭალაში - ერთი ადამიანი დაიღუპა 

დაშავებულია სამი ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალაში, იუწყება პირველი არხი.

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - ერთმანეთს სამი ავტომობილი დაეჯახა

გორგასლის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.

მომხდარის შედეგად, ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. დაშავებულია სამი ადამიანი.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.