როგორი ამინდი იქნება აღდგომის დღესასწაულზე  საქართველოში

დასავლეთ საქართველოში კვირას ჰაერი 29 გრადუსამდე გათბება
Sputnik

თბილისი, 26აპრილი — Sputnik.  სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აღდგომის დღესასწაულზე ღრუბლიან ამინდს და ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. 

აღდგომის დღეებში მეტრო და ავტობუსი უფასოდ იმოძრავებს

28 აპრილის ღამეს როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. თუმცა, ზოგიერთ რაიონში დღისით მცირე ნალექია ნავარაუდევი.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ღამით +6 გრადუსი, დღისით კი +25 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ღამით +9 გრადუსი, დღისით კი +29 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარის სიჩქარე წამში 8–13 მეტრი იქნება.

თბილისში, სინოპტიკოსების პროგნოზით, უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა ღამით +11 გრადუსი, ხოლო დღისით მაქსიმალური +21 გრადუსი იქნება.