ოქროს ციებ-ცხელება ქართულად: გამოცხადდა აუქციონი ოქროს მოპოვებაზე

ოქროს მოპოვების მსურველებმა დაახლოებით 30 ადამიანი უნდა დაასაქმონ.
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღისეულის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ხაჩკოიში ოქროს შესწავლა-მოპოვებაზე ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

პირობების თანახმად, სამუშაოები თანამედროვე სტანდარტებითა და მეთოდიკით უნდა ჩატარდეს. ამასთან, უნდა მოხდეს 2 მლნ ლარამდე ინვესტიციის განხორციელება და მინიმუმ 30 ადამიანის დასაქმება.

აუცქიონი 16 მაისამდე გაგრძელდება.

„ოქროს კოშკები“ – საყდრისიდან მითიურ „ელდორადომდე“

საქართველოში ოქროს მოპოვებას უძველესი დროიდან ეწეოდნენ. საკმარისია არგონავტების შესახებ ლეგენდის გახსენებაც, რომლებმაც საბერძნეთიდან იასონის მეთაურობით კოლხეთში ოქროს საწმისის მოსაპოვებლად იმოგზაურეს. კოლხები ოქროს მოსაპოვებლად ცხვრის ტყავს იყენებდნენ. ოქროს ნაწილაკები ტყავის ზედაპირზე რჩებოდა, შემდეგ ტყავს წვავდნენ, ხოლო ფერფლს ცხრილავდნენ.

საქართველოში ამჟამად ოქროს სოფელ კაზრეთში მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ბაზაზე არსებულ ქარხანაში აწარმოებენ. ეს ძვირფასი მეტალი ქვეყნის ათ ძირითად საექსპორტო პროდუქტებს შორისაა. 2018 წელს დამუშავებულმა და ნახევრადდამუშავებულმა ოქრომ ექსპორტის მთიანი მოცულობის 2,1% შეადგინა. წლის განმავლობაში ქვეყნიდან დაახლოებით 70 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ექსპორტი განხორციელდა.