გორში 16 წლის გოგონას დაყაჩაღების მცდელობის ბრალდებით 15 წლის ბიჭი დაკავეს

მოზარდის განცხადებით, თანატოლ გოგონას ფულის გამოძალვის მიზნით დაესხა თავს
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. გორში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში 16 წლის გოგონას დაყაჩაღების მცდელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 15 წლის ბიჭი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გორში 16 წლის გოგონას დაყაჩაღება მაკრატლის მუქარით სცადეს

შემთხვევა გორში გუშინ, შუადღისას ყიფიანის ქუჩაზე მოხდა. მედიაში გავრცელებული  ინფორმაციით, თავდამსხმელი მოზარდს  მაკრატლით დაემუქრა და ფული მოსთხოვა, თუმცა გოგონას  ყვირილზე შეშინდა და შემთხვევის ადგილიდან  მიიმალა.

გოგონა კერძო მასწავლებელთან გაკვეთილზე იმყოფებოდა და თავდასხმა გაკვეთილის დასრულების შემდეგ სადარბაზოში მოხდა. ინციდენტი დღის ხუთ საათზე მოხდა.

24-საათიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ ფული სჭირდებოდა და ამიტომ გადაწყვიტა გოგონას დაყაჩაღება.