„ფასდაკლების ფესტივალი" და ვორკშოპები: რა გელოდებათ Georgian Tourism Fair 2019-ზე

გამოფენა საუკეთესო ადგილი იქნება ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან პირდაპირი კონტაქტების დასამყარებლად.
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენა Georgian Tourism Fair 2019 თბილისში 3-5 მაისს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.

საქართველომ ტურიზმის სფეროში ახალი ამოცანები დაისახა

ღონისძიების სტუმრები შეძლებენ ახალი ტურისტული მიმართულებების გაცნობას, „ფასდაკლების ფესტივალზე" მოხვედრას, შენობიდან გაუსვლელად გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს, აგრეთვე მიიღებენ მონაწილეობას ტურიზმის თემაზე გამართულ სემინარებსა და ვორკშოპებში.

ასევე დაგეგმილია მარკეტინგული კამპანიის გამართვა, რომლის მთავარი მიზანი რაც შეიძლება მეტი ვიზიტორის მოზიდვაა, განსაკუთრებით, კავკასიის რეგიონიდან.

ორგანიზატორები დარწმუნებული არიან, რომ Georgian Tourism Fair-ი იდეალური ადგილია საქართველოს ტურისტულ სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან პირდაპირი კონტაქტების დასამყარებლად.

„ფასდაკლების ფესტივალი" და ვორკშოპები: რა გელოდებათ Georgian Tourism Fair 2019-ზე