მუქარა და ძალადობა: ნიღბიანმა პირებმა მარტვილში ოჯახი დააყაჩაღეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მარტვილში ოჯახზე თავდასხმაში ეჭვმიტანილ სამიდან ორ პიროვნებას ეძებს.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მარტვილში ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის მონაწილე ერთი პირი დააკავეს. ის მრავალჯერ ნასამართლევი 64 წლის მოქალაქეა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ყაჩაღობა ქუთაისში - დაკავებულია 35 წლის მამაკაცი

გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთხშაბათს მარტვილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამი ნიღბიანი პირი შეიჭრა. მათ სცემეს ოჯახის წევრები, ემუქრებოდნენ ცეცხლსასროლი იარაღით, გაიტაცეს ოქროს ნაკეთობები და ფული, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ.

დაშავებულების სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. ნაქურდალი ნივთები ამოღებულია.

პოლიციამ ერთ-ერთი დამნაშავე ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავა. დანარჩენ ორ დამნაშავეს პოლიციის თანამშრომლები ჯერჯერობით ეძებენ.

გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მუხლით, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.